2017-11-06 14:14:49, 2028 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელს ეწვევა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის სახელმწიფოში კოლეგასთან - ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს.
ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
(NS)
ავტორი: ,