19:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:46:35, 2285 ნახვა

საზოგადოება
რა საბუთებია საჭირო სახელის ან გვარის შესაცვლელად

საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელის ან/და გვარის შეცვლის  შემდეგ პირს მონაცემი (სახელი ან/და გვარი) ეცვლება, ხოლო დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.

რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისთვის წარმოსადგენი საბუთებია:

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განმცხადებლის დაბადების მოწმობა;

განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;

განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;

მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;

10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე;

გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი.

​​იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია: მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც შეეხება ვადებს და ღირებულებას, მოწმობის 45-ე კალენდარულ დღეს აღების შემთხვევაში, მომსახურების საფასური 55 ლარია, 30-ე დღეს - 155, მე-15 დღეს - 225, ხოლო მე-10 დღეს 355 ლარი.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები.  მომსახურების საფასურის 10% -ით გადახდისაგან თავისუფლდებიან  სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics