19:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:02:34, 1879 ნახვა

საზოგადოება
ოქტომბერში საქართველოს 607 989 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა. 

უწყების ცნობით, ეს 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია.

"რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 259 313 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%);

ბ) ტრანზიტი - 151 806 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,9%);

გ) სხვა - 196 870 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 32,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+9,1%), რუსეთიდან (+30,3%), თურქეთიდან (+2,4%), უკრაინიდან (-2,3%) და ირანიდან (+76,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 29%, 21%, 17% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (75%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics