2017-11-03 12:24:10, 1939 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიოში 500 ხე-მცენარე დაირგვება
საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტიდან და საკრებულოდან გიორგი ვოლსკიმ და რიმა ბერაძემ და რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ მიიღეს.
რაიონის გამგეობის დაკვეთით, ჩიტაიას, ნორიოს და ტერენტი გრანელის ქუჩებზე მდებარე სკვერებში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და დეკორატიული ბუჩქები დაირგო.
მერიის ინფორმაციით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიოში სულ 500 ხე-მცენარე დაირგვება.
(NS)
ავტორი: ,