2017-11-02 20:21:53, 2107 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდი-სენაკის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა
ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გამოიწვია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ,