18:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 20:44:27, 1824 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1691 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2017 წლის 12 ნოემბერს.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე“, - ნათქვამია განკარგულებაში.

განკარგულებას ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics