18:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:14:37, 1800 ნახვა

საზოგადოება
The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ კამპანიაზე სტატიას აქვეყნებს

ამერიკული გამოცემა The Washington Post საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანის გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატია გამოცემის ვებ-გვერდზე სათაურით- "საქართველოს ფეხბურთის ვარსკლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ" გამოქვეყნდა.

როგორც სტატიის ავტორი მარისა პეინი წერს, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ნიდერლანდებისგან დაახლოებით 3 ათას კილომეტრში მდებარეობს. პეინი წერს, რომ კაშიას მიერ ლგბტ დროშის ფერებში გაკეთებულმა სამკლაურმა ქვეყნის მასშტაბით დიდი კრიტიკა გამოიწვია.

ავტორს "ასავალ-დასავალ"-ის სტატიის ამონარიდიც მოჰყავს. სტატიაში ნათქვამია, რომ გაზეთის ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს, რომ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან უნდა გარიცხონ. "ქართული ფეხბურთის მამამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი კაცები გუნდს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თუ ლგბტ კაშია გაბედავს და ნაკრებში თამაშს გააგრძელებს".

ამასთან, სტატიის ავტორმა სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ 10-დან 9 ქართველი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობას გამართლება არ აქვს. გარდა ამისა, ავტორი საქართველოში ჰომოფობიასთან არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს და წერს, რომ გასული წლის განმავლობაში ლგბტ თემის 30-ზე მეტ წარმომადგენელზე თავდასხმა განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: "ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს", - განაცხადა კაშიამ.

ცნობისთვის, კაშიას მხარდაჭერა ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა და ქვეყნის პრეზიდენტმა გამოუცხადეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics