18:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 18:37:44, 1780 ნახვა

საზოგადოება
სეს: არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, მისი სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება

არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ აზიური ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, მისი სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება“,-ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის.

„მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. როგორც ყველა მწერს - კალიას, ხოჭოს, პეპელას, რომელიც მდიდარია ცილებით, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები.

როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი - იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზირებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდის გამოყენებას და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამტების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღების ღონისძიებას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics