|
2017-10-31 14:40:22, 1541 ნახვა
საზოგადოება
უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ცნობილია!
28-29 ოქტომბერს „მოყვარულთა ლიგა 2017“-ის ფარგლებში, „ავაზასა“ და „მარაკანას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა. უმაღლეს ლიგაში, ტური „დიდუბესა“ და სსგ „აფხაზეთს“ შორის დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგი ფრე (6:6) დაფიქსირდა. შემდეგ თამაშში, ერთმანეთს ცხრილის სათავეში მყოფი გუნდები ( უქიმერიონი-სეუ) დაუპირისპირდნენ. მატჩის გამარჯვებული თბილისის უმაღლესი ლიგის თასის მფლობელი ხდებოდა. ამიტომაც, ორივე გუნდისთვის ამ თამაშს ოქროს ფასი ჰქონდა. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა, რაც სტადიონზე მოსულ გულშემატკივართა რაოდენობაზეც აისახა. თამაში „სეუს“ უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი ფრედ (0:0) დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე, „სეუს“ ფეხბურთელებმა შეძლეს გოლის გატანა, რამაც „უქიმერიონის“ ფეხბურთელების გააქტიურება გამოიწვია. თუმცა, „სეუს“ მცველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. „სეუს“ სტრატეგიულმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ანგარიში ორამდე გიზარდა. აღსანიშნავია „სეუს“ მოთამაშე-მწვრთნელის, ამირან ცხომარიას მიერ თამაშის მსვლელობისას განხორციელებული ტაქტიკური სვლები. დარჩენილ დროში „უქიმერიონმა“ შეძლო ერთი ბურთვის გაქვითვა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყო. სეუ ჩემპიონია! უმაღლესი ლიგის ინტრიგა, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდების ბრძოლაა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. რაც შეეხება პირველ ლიგას, აქ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ტურნირის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა „დადიანმა“, ყველასთვის მოულოდნელად „ტც მილანთან“ წააგო(3:4), რითაც ჩემპიონობის მიზერული შანსები დაიტოვა. ამისათვის, ბოლო ტურში „სასამართლომ“ უნდა წააგოს „ლოკომოტივთან“, ხოლო „დადიანმა“ დიდი ანგარიშით დაამრცხოს „ქომაგები“, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. გათამაშების ფავორიტმა „სასამართლომ“ ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონის ტიტული, რომელმაც წინა ტურში 6:2 სძლია „თბილისი სითის“. საინტერესოა პლეი-ოფის ზონაში შემავალი გუნდების დაპირისპირება: „გლდანი“, რომელსაც ამ ზონაში შესასვლელად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, „არისტოკრატებს“ დაუპირისპირდა. მატჩი სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ „გლდანის“ გამარჯვებით (4:1) დასრულდა. ამ მოგებით გლდანმა თავის მდევარ „ტც მილანთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. „ქომაგებმა“ „დელ-მართან“ წააგეს და შესაბამისად, გადათამაშებაში მოხვედრის შანსები დაკარგეს. დანარჩენი თამაშების შედეგები კი ასეთია: ლოკომოტივი 0-8 ბასიანი; ბასა 1:0 მეთოფეები; ტაბახმელა 0:1უქიმერიონ1960; ინტექსი 1:3 კახორი; დანილენდი 3 : 0 ვენდისი. თბილისის პირველი ლიგის 2017 წლის სეზონის ბოლო ტური მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიოსპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო„ჯაკო“.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|













epn.ge (@expressnews.ge)