|
2017-10-30 18:03:04, 1836 ნახვა
საზოგადოება
ფერმერებს სასწავლო-პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერმერებისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარები სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში ჩაატარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 500-ზე მეტმა ფერმერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თხილის მოვლა-მოყვანის, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად და დროულად გამოყენების საკითხებს დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფერმერების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. ფაროსანას მიერ ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთის რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. გადამზადების კურსს გაივლიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს ადგილზე ოპერატიულად მიიღონ საჭირო რეკომენდაციები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე. (NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)