17:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:53:24, 1629 ნახვა

საზოგადოება
ორდღიანი სემინარი „ნატო–არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო

ორდღიანი სემინარი „ნატო–არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს.

სემინარს ესწრებიან  მასწავლებლები შიდა ქართლის  გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე  სოფლებიდან თბილისელ კოლეგებთან ერთად.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები მოისმენენ ინფორმაციას ნატო–ს ისტორიის, ნატო–საქართველოს  თანამშრომლობის, სამშვიდობო  მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების  მონაწილეობის, ნატოს გარშემო  გავრცელებული შეხედულებებისა და რეალური ფაქტების შესახებ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამაღლება  მაქსიმალურად გავაღრმაოთ. მასწავლებელი არის, ალბათ, მთავარი სეგმენტი, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია მოსახლეობამდე და პირველ რიგში  ბავშვებამდე. ეს არის კამპანიური ხასიათის თემა. ვფიქრობ, იგივე სავიზო ლიბერალიზაციის კამპანია, რომელიც უკვე გავმართეთ  და კარგი შედეგი  მივიღეთ, იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ამ კამპანიის გამართვა ჩვენს ცალკეულ სეგმენტებთან და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ არიან მასწავლებლები და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არის ჩართული ამ საქმიანობაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნატო–ს სამეკავშირეო ოფისს თბილისში“,–განუცხადა ჟურნალისტებს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის  ორგანიზებითა და  ნატოს სამეკავშირეო ოფისის  მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია  იმართება. ყოველწლიურად სემინარში თბილისელ კოლეგებთან ერთად  სხვადასხვა  რეგიონის  მასწავლებლები მონაწილეობენ.

ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ნინო ბოლქვაძის თქმით, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 6 00–მდე პედაგოგი, ნატო–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე უკვე გადამზადდა:

„დღევანდელი ჩვენი სემინარი გახლავთ სახელწოდებით „ნატო–არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ესაა ჩვენი– ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და ნატო–ს  სამეკვაშირეო ოფისის ერთობლივი პროექტი, რომელიც უკვე მე–5 წელია ტარდება და ამ პროექტის ფარგლებში 600–ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა მსგავსი ტრენინგი. დღევანდელი სემინარი ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა, საქართველო–ნატო–ს ურთიერთობა, რატომაა ნატო საქართველოს არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები კარგად ჰქონდეს გააზრებული მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც თვითონ გადასცემს ინფორმაციას  და ასეთი სეგმენტია მასწავლებლები, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვთ ბავშვებთან და გასცემენ ცოდნას. დღევანდელ სემინარში მონაწილეობენ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სოფლებიდან  პედაგოგები, მათ 2 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრებს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, სხვადასხვა ექსპერტს ნატოს საკითხებში, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში ექნებათ საშუალება,  ყველა იმ კითხვას, რომელიც ნატო–საქართველოს ურთიერთობის შესახებ აქვთ, გაეცეს პასუხი“,–აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით,  დღევანდელი ხელისუფლებისთვის  გამყოფი ხაზების სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება   ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია:

„ჩემთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა პედაგოგებთან შეხვედრა იმიტომ, რომ  მათ აქვთ ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია, ისინი ზრდიან ჩვენს  შვილებს იმ ღირებულებებზე, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ დღეს აქ არიან მავთულხლართების სიახლოვეს სოფლებიდან მასწავლებლები, რომელთა ღვაწლი და შრომა ორმაგად დასაფასებელია, ისინი ძალიან რთულ  ვითარებაში არა მხოლოდ უმკლავდებიან პრობლემებს, არამედ ძალიან ღირსეულად ზრდიან მომავალ თაობას. ჩვენი ამოცანა, როგორც სახელწმიფოს ამოცანაა, რომ ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდში. იცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის გამყოფი ხაზების სიახლოვეს მდებარე სოფლები და მათი მოსახლეობა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია, ფუნქციონირებს სპეციალური კომისია  ჩემი თანათავმჯდომარეობით  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, რომელიც  ბოლო  4 წლის განმავლობაში  ამ სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული“,–განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics