16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 11:30:52, 1836 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას დადებითად აფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა აღნიშნული პროექტი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე დასძინა, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა ამ წინსვლაში მაქსიმალურად იყოს ჩართული.

„ეს პროექტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. საქართველოს აქტიურად არის ჩართული ამ პროექტის წარმატებით შესრულებაში. ეს არის დიდი წარმატება, რომელიც ეკონომიკურ წინსვლაზე, განვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობაზე და სტაბილურობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics