17:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 10:12:22, 1956 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს ტერიტორიზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს წვიმიან ამინდს და +23 გრადუს სითბოსა  ვარაუდობგენ, 31 ოქტომბერს +17 გრადუსი და ნალექი იქნება, 1 ნოემბერს ასევე იწვიმებს და +15 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 2 ნოემბერს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ნავარაუდევია ზოგან წვიმა.

დღეს დედაქალაქ თბილისში ღრუბლიანი ამინდია, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, +13 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს ელიან ხვალ, +14 გრადუსია ნავარაუდევი 1–2 ნოემბერს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე  დღეს, 30 ოქტომბერს, +20 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა იწვიმებს, ზოგან ძლიერად, 31 ოქტომბერს ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიკლებს და უმეტეს რაიონებში იწვიმებს, 1–2 ნოემბერს  +16 გრადუსი სითბო იქნება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით ნდაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics