16:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 16:14:06, 2333 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

გარდამავალ პერიოდში  სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს.

 ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა   გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის  წევრებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ტრანზიციის პირობებში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ეხლაც არის შეზღუდული და ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე მოხდეს და ეს დოკუმენტი ყველანაირად იყოს გამართული. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რასაც დაეყრდნობა ქალაქის შემდგომი განვითარება. ქაოტური განაშენიანების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი მხრიდან ყველა შენიშვნა მიწოდებული იქნება გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის და ერთად გავივლით თუ რისი გათვალისწინება იქნება შესაძლებელი“,  - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ძველ თბილისზე, საჯარო სივრცეების განვითარებასა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონების მოწყობაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქვეითთა სივრცეების მოწყობაზე და პოლიცენტრული არეალების დადგენაზე.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics