|
2017-10-27 12:55:34, 1895 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ით გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ითაა გაზრდილი. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯამში ვიზიტორების რაოდენობამ 860 ათასს მიაღწია. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გასულ წელთან შედარებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდა რეკორდულია: „და რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, ნახევარი აქედან არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ ასეთ ადგილებში და ჩვენთვის ასევე ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი არიან უცხოელი ვიზიტორები, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ესეც ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება და ეს პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორიც არის მიკროგრანტების პროგრამა, უმასპინძლე საქართველოში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამების მეშვეობით წამოიწყონ მცირე ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა მარტო მარტვილის კანიონის და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ინფრასტრუქტურა მოეწყო. მინდა. მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვის სამინისტროს, პირადად გიგლა აგულაშვილს, ის იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სხვა უწყებები, რომელიც ამაში მონაწილეობდნენ. 2016 წლის შემდეგ მარტო მუნიციპალიტეტში 15 ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან გასახარია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)