16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:25:14, 1746 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“ გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი, მათ შორის უკრაინიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან იღებდა.

უწყების ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები გამოვიდნენ.

ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.

როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ქართული ღვინის ისტორია 8000 წელს ითვლის და დღესაც ის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემოსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.

მეღვინეებმა ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს, ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics