16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 15:43:47, 1552 ნახვა

საზოგადოება
ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის მწარმოებლებს თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები და  ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება გააცნეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა,  სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფერმერების ჩართულობის გარეშე სახელმწიფო აზიურ ფაროსანას ვერ გაანადგურებს. აუცილებელია, ფერმერებმა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაითვალისწინონ, ასევე  გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აქტიურად ებრძოლონ მავნებელს“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგანაც აზიური ფაროსანა ახალი მავნებელია და ბრძოლის ღონისძიებებზე სრულყოფილი ცოდნაა საჭირო.

სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ფერმერებთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და იმერეთში გაიმართება.

მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics