16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 13:35:45, 1841 ნახვა

საზოგადოება
თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს, - ამის შესახებ Milliyet.tv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, თუმცა მან მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

მედიის ცნობით, აღნიშნული უარი პოლიციელებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, ჩანთა თვითონ გახსნეს და ბავშვი იპოვეს.

როგორც გამოცემა წერს, ბავშვის გადაყვანის მიზეზი დედამისის სანახავად ჩასვლაა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. ამასთან, ბავშვის ეროვნება უცნობია.

ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეც და 14 წლის ბავშვიც დაკავებულები არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics