15:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 14:42:48, 1958 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი ნათელაშვილს: შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობს, სასაცილოა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს "პოლიტვაჭარი" უწოდა.

ამის შესახებ ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ინაშვილის ეს განცხადება, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს მოჰყვა, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებასთან თანამშრომლლობაში დაადანაშაულა.

"კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს: ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა.

ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ.

გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება.

ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში.

ვ) დამშვიდდი, შალვა და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც", - წერს ინაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics