|
2017-10-22 16:42:56, 1960 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საზოგადოებას ძალიან მალე გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. მისივე შეფასებით, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ოჯახის წევრია. "ჩვენმა მხარდამჭერებმა, საზოგადოებამ უკვე იხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგები, რომლითაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიდერობს ჩვენი პოლიტიკური გუნდი. პირველ რიგში მინდა დიდი მდლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი, მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის, თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რადგან ჟურნალისტების მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა მერობის კანდიდატმა. რაც შეეხება სამუშაო პროცესში ჩართვას, კალაძის თქმით, ის და მისი გუნდი პირველივე დღიდან შეუდგება თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას. "გადაწყვეტილებებს რაც შეეხება, რამდენიმე ქალაქში იმართება მეორე ტური, შესაბამისად უნდა დაველოდოთ არჩევნებს, თუმცა კონკრეტულად ჩვენს პროექტებს რაც შეეხება ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, მერიაში ვინც იმუშავებენ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ პირველივე დღიდან. პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით ჩვენს მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე თითოეული თბილისელი შეიგრძნობს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე ძალიან მალე გადავიდა. ერთმანეთის გვერდში დგომით და ჩვენი ქალაქის სიყვარულით ერთად ჯერ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისელების პრობლემებზე", - კალაძემ.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)