|
2017-10-21 14:25:36, 2168 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: თამარ ჟვანიამ დაადასტურა, რომ ის ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ, სისტემურია
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა დასრულდა. როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ფაქტები, რომლებზეც საუბრობენ, სისტემურია: „თამარ ჟვანიამ დაადასტურა ის, რომ ის ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ, არის სისტემური, მას ადგილი ჰქონდა მთელი თბილისის მასშტაბით, რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, რომ ეს ბერკეტი გამოეყენებინა პირველ საათამდე, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პირველ საათამდე შეეცდებოდა „ქართული ოცნება“, რომ მაქსიმალურად მოეხდინა საჯარო მოხელეების მობილიზება. წესით ყველა უბანი, სადაც ეს ფაქტები დაფიქსირდა, უნდა გაუქმდეს“,-აღნიშნა ბოკუჩავამ. უფრო კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ქართული ოცნების“ დამკვირვებლები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ამოწმებენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და შესაბამისად მოქმედებენ. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ეს ტექნიკური თვალსაზრისით დარღვევა არ არის. „ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, როგორ აგროვებდა „ქართული ოცნება“ ორგანიზებულად იმ ადამიანების სიებს, რომელიც დასაქმებული იყო საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში და ზოგადად ადმინისტრაციულ სექტორში. შემდგომ პრევენციულად გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაცია და ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული, რომ 12, ან მაქსიმუმ პირველ საათამდე უნდა გამოცხადებულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომ შემდგომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონოდა საშუალება, ის ხალხი, რომელიც არ გამოცხადდა უბნებზე, ძალდატანებით და იძულებით მიეყვანა საღამოს რვა საათამდე და ხმა მიეცემინებინა „ქართული ოცნების“ კანდიდატებისთვის. ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროვეთ-„ქართული ოცნების“ დამკვირვებლები იდგენ რეგისტრატორების უკან, ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ზუსტად იმ მიზნით, რომ მოედხინათ სიების გადამოწმება. ცესკოს ამაზე რეაგირება არ ჰქონია“,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. თავად ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმედოვნებენ, რომ თამარ ჟვანია აღნიშნულ საკითხს ბრიფინგზე საჯარო განცხადებით გამოეხმაურება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)