|
2017-10-21 11:44:26, 1806 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მონაცემებით, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კალაძის შტაბმა საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა. „წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და კახა კალაძის შტაბმაც საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა. შევხვდით ბევრ ადამიანს, რომელთაგანაც ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩვენი მონაცემებითაც, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და სიცოცხლით სავსე თბილისი ექნება. „მოსახლეობის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)