|
2017-10-20 11:43:28, 1838 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყიზილაჯლოს ინციდენტზე რეაგირება ძალიან სწრაფად შსს-ს პირველი პირის დონეზე მოხდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყიზილაჯლოს ინციდენტზე რეაგირება ძალიან სწრაფად შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის დონეზე მოხდა. თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნება, არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებთან მიმართებაშიც იყოს მყისიერი რეაგირება სწორედ პირველი პირების დონეზე. ამასთან, ნაცვლიშვილის განმარტებით, ახლა მთავარია დანაშაულის რეალური მოტივი დადგინდეს: „ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვისაა დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის დონეზე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ წინასაარჩევნო პერიოდში, თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტთან მიმართებაშიც ყოფილიყოს და იყოს ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს წინასაარჩევნო, თუ არჩევნების პერიოდთან დაკავშირებით ინციდენტების გამოძიება აყვანილი. ამ დანაშაულთან მიმართებაში უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია . ყველაზე მნიშვნელოვანია დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად და სრულყოფილად დროულად დადგენა“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.ადგილზე მალევე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და ვითარებას პირადად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)