2017-10-19 13:41:02, 1712 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: საქართველოს იტალიის მხრიდან არავითარი საფრთხე არ ელის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „ვიზიტს" გამოეხმაურა.
ზალკალიანის თქმით, იტალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაერთხელაა აღიარებული.
„საქართველოს არანაირი საფრთხე არ ელის იტალიის მხრიდან. მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ეს არის უფრო სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა და, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად არის ინფორმირებული და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია”,-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ჩავიდა.
ავტორი: ,