12:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 12:55:12, 2267 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საქართველოში დამთავრდა დრო, როცა შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება.

როგორც კობახიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, „საქართველოში 2012 წელს დამთავრდა, დრო, როცა ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი შერწყმული იყო“.

„დღეს ეს ვითარება საქართველოში, მადლობა ღმერთს, აღარ გვაქვს. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსა და NDI-ს დამკვირვებლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მცირე კომენტარი შეხვედრის შესახებაც გააკეთა:

„ეს არის მორიგი შეხვედრა დამკვირვებლებთან, როგორც მოგეხსენებათ, რეგულარულად ჩამოდიან NDI-ს დამკვირვებლები საქართველოში, გვქონდა დაახლოებით 1 თვის წინაც შეხვედრა, გავაცანით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესები, საარჩევნო გარემო და დღესაც ანალოგიური შეხვედრა გვექნება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics