10:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:02:44, 1821 ნახვა

კომენტარი
პრემიერი აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებზე: მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო

 „მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პრემიერმა

პრემიერის თქმით, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შერიგდებიან.

„ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველები, აფხაზები, ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აფხაზურ მხარეს და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ნეშტების გადმოსვენებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 135 უგზოუკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი.

„დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი შესაბამისი პატივით მივაბაროთ მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მე მინდა მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს და მთელ საქართველოს. მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი, გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული და ასევე უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე. ასევე 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. დღეისთვის უკვე 135 უგზოუკვლოდ დაკარგული მეომრის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, ოჯახებმა შეძლონ თავიანთი ოჯახების წევრების პატივით დაკრძალვა როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics