|
2017-10-13 14:58:00, 1841 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მზად ვართ, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის საბოლოო რედაქციის შესახებ კონსულტაციები განვავრცოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გამართა და ვენეციის კომისია შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტში უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. „მქონდა პირადად კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან და ისინი შინაარსობრივად არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტის ტექსტში. ეს არის მათი პოზიცია, უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რამე წერია ევროპულ კონვენციაში, ამის გამო არის მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა. თორემ ზოგადად იმ მიდგომას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეიძლება იყოს საფუძველი რწმენის თავისუფლების შეზღუდვის, ამ მიდგომას ისინი ზოგადად ემხრობიან და მხარს უჭერენ. ამიტომ ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე უკვე ახალი რედაქცია, როგორც დაანონსდა ჩვენი მხრიდან, აისახება იმ დოკუმენტში, რომლის ინიცირებაც მოხდება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია გარკვეული საკითხები, კერძოდ ის, რომ ქვეყნის კონკრეტულ კუთხეებში რწმენის თავისუფლება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანთა რეკრუტირების საბაბად გამოიყენებოდა. „აქ არის გარკვეული საკითხები გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ რწმენის თავისუფლება საქართველოში, კონკრეტულად საქართველოში, კონკრეტულ კუთხეებში, გამოიყენებოდა საბაბად იმისათვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება. 200 ასეთი ადამიანის რეკრუტირება მოხდა სწორედ რწმენის თავისუფლების საბაბით. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს იყო საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერი აისახა კონსტიტუციის შესაბამის მუხლში. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ განვავრცოთ კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია იმ მუხლის, რომელიც ეხება რწმენის თავისუფლებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)