09:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:16:08, 1960 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი: ირაკლი მამალაძეც დაკითხონ, იქნებ მას ჩაუვარდა ეს ყველაფერი ხელში

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ როცა საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გაუგებარია რატომ ხდება მათი დაკითხვა.

ის არ გამორიცხავს, რომ საქმე ადვოკატების წინააღმდეგ შემოატრიალონ.

„ეს მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ნებისმიერ წყაროს, რომელიც მედიისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ფლობს,  შიში გაუჩნდეს, რომ სადაც ადვოკატების მიმართ ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინ ვარ მე.  როცა ვთქვით, რომ ჩვენებები არ იქნება ჩვენგან, ითხოვენ მაგისტრი მოსამართლის ჩართულობას. კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ კონფიდენციალობა დავიცვათ, ჩემდა გასაკვირად, ირაკლი მამალაძე წინასწარ აჟღერებდა, თუ რა მოქმედებები მიმდინარეობდა პროკურატურაში, ირაკლიც დაკითხონ, იქნებ, ირაკლის ჩაუვარდა ეს ყველაფერი ხელში“,-აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics