|
2017-10-11 14:47:44, 1639 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული დიალოგის დაწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „დღეს იწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი და კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ჩვენ ამგვარი მოთხოვნა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საქართველო- ევროკავშირის საბჭოზე დავაყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მიმართულებები, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა და კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა. საქართველო არის ძალიან სერიოზული კონტრიბუტორი როგორც ევროპული, ასევე საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში. საქართველო არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციაში, არამედ ასრულებს თავის როლს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ე.წ. SDP-ის ფარგლებში, მოგეხსენებათ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში. მზად ვართ, ამგვარი თანამშრომლობა გავაგრძელოთ მომავალშიც. საქართველო რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორი საგარეო და ასევე გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში, ამას ადასტურებს ევროკავშირის დოკუმენტი მათი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი ორმხრივი სწრაფვა, რათა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად გაღრმავდეს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, მინისტრი საუბრობს, რა საკითხები იქნება ქართული მხარის მხრიდან გამოკვეთილი: „ბუნებრივია, კონსულტაციების პირობებში გამოიკვეთება ის კონკრეტიკა და მეტი დეტალები საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართავთ მომავალ თანამშრომლობას. ჯერჯერობით ვართ სწორედ კონსულტაციებისა და დიალოგის ეტაპზე, თუმცა ვიცით, კონკრეტულად რა გვინდა და ის წინადადებები, რომელიც გაწერილი იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ის თანამედროვე საფრთხეები, რომელიც ძალიან აწუხებს დღეს როგორც ევროპას, ისე ევროატლანტიკურ სივრცეს, ბუნებრივია, ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს უკვე შეაქვს თავისი რეალური კონტრიბუცია და წვლილი და თუკი ავიღებთ პროცენტულ მაჩვენებელს, იგივე მოსახლეობიდან გამომდინარე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მოქმედებს როგორც ნატო და ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ავღანეთში. ასევე ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი ქვეყანა უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში, რომელიც უკვე ვართ ე.წ. SDP-ის ოპერაციაში ჩართული და ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. მზად ვართ, გავაფართოვოთ ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებით, იმ კონკრეტული სფეროებით, რომელიც ადრე უკვე შეთავაზებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)