|
2017-10-11 10:44:06, 1716 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სამართალდამცველებმა კანონის დაცვით იმოქმედეს და პროვოკატორებს საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება არ მისცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი ნაწილის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს, თითქოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას ხელი ეშლება. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იმოქმედეს: „ამ საკრებულოს წინ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ყველამ ვიხილეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნების სტაბილურად, მშვიდობიანად ჩატარებას რაიმე ხელს უშლის, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცავებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და პროვოკატორებს საკრებულოს სხდომის ჩაშლის საშუალება არ მისცეს. მინდა, ყველას ვუთხრა, დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ასევე მინდა ვთქვა, რომ გუშინ ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს, ამ დროს პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა სხდომა, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად და ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მათაც მინდა იცოდნენ კარგად, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახორციელებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს დასრულდა. ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით”, - აღნიშნა პრემიერმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)