08:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 16:24:46, 2068 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მჯერა, რომ რადიოქალაქი იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით,10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის - რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულგარემოში დასვენების საშუალება ექნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში;მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე  აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

(NS)

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics