06:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 15:28:09, 1793 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის მოვამზადეთ

„ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსის არ არსებობის გამო, სინანულს გამოთქვამს მმართველი გუნდიც.

„ვენეციის კომისია საუბრობს კონსესუსის შესახებ და სინანულს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ფართო კონსესუსი კონსტიტუციის შესახებ. ამის შესახებ ჩვენც სინანულს გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული. როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა, მისი დაგემოვნება არავის უნდა - ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს უფრო ძლიერი გარანტიებით. ქართველი ხალხი ისარგებლებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიებით, უფრო ძლიერი პარლამენტით და საპარლამენტო ოპოზიციით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით,  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ძლიერი გარანტიებით და ასე შემდეგ. კონსტიტუცია ნამდვილად აუმჯობესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics