|
2017-09-12 05:30:30, 2476 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე: Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება უნდა მოყვეს
„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება არის აშკარა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება და ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციების და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე. „2017 წლის 11 სექტემბერს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა 1 საფეხურით BA3-დან BA2-ზე, ხოლო პერსპექტივა დატოვა სტაბილურად. ეს არის რეიტინგის გაუმჯობესების პირველი შემთხვევა 2010 წლიდან, ბოლოს ეს იყო 2010 წლის ოქტომბერში. რეიტინგის გაუმჯობესებისას სარეიტინგო სააგენტო აფასებს ეკონომიკის სტრუქტურას, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, იმ საფრთხეებს და შესაძლებლობებს, რაც არსებობს, ასევე საჯარო ფინანსების მართვას, ვალის მართვას და სხვა ფაქტორებს, ყველაფერს, რასაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს ქვეყნის უნარზე, რომ მოემსახუროს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. მისი განცხადებით, რეიტინგის შედგენისას სარეიტინგო კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს მიერ 2014-2016 წლებში ნეგატიური საგარეო ფაქტორების შედეგად დადებითი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ზოგადად ის ფაქტი, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ამ საგარეო შოკებს. „ასევე გათვალისწინებულია საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ის ფაქტი, რომ შემდეგი წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა და პრაქტიკა დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ესეც დადებითად არის შეფასებული. ასევე განსაკუთრებით ხაზგასმულია სტრუქტურული რეფორმები, მათი პერსპექტივა და მათი გავლენა მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის ნახსენებია საპენსიო რეფორმაც“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)