|
2026-07-07 13:47:13, 273 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მიხაილ ევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეოს ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის მხარეს გადაეცა ოფიციალური საპროტესტო ნოტა 5 ივლისს დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო SOCAR-ის კუთვნილ საწვავის გასამართ სადგურზე, რომელიც უკრაინის ნიკოლაევის ოლქიში მდებარეობს. შეხვედრისას აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე გაიხსენა ადრე ოდესაში მდებარე ნავთობის ბაზასა და გაზგამანაწილებელ საკომპრესორო სადგურზე განხორციელებული იერიშები და ელჩის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ თავდასხმებმა კომპანიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა, ხოლო თანამშრომლებს შორის დაშავებულებიც იყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, თავდასხმების გაგრძელება მიუთითებს, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამავე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევიში და აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობა ხარკოვში. აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა ყველა მომხდარ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. SOCAR Energy Ukraine-ის ინფორმაციით, 5 ივლისს საღამოს ნიკოლაევის ოლქში მდებარე კომპანიის ობიექტს დრონი დაესხა თავს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ზარალის მასშტაბი ამჟამად დგინდება.
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)