|
2017-08-07 10:14:21, 1560 ნახვა
სხვადასხვა
კომპანია „შირაქი“ კავკასიაში პირველ პრეცედენტს ქმნის
ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი - გამოწვევა საქართველოში რომელსაც შირაქის ფერმა ზედმიწევნით პასუხობს. ეს არის რეგიონში ერთადერთი ფერმა, რომელიც ბიომიმართულებით მუშაობს. დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარე შირაქის ფერმა საქართველოში, მალე ბიომიმართულებით პირველ პრეცედენტს შექმნის. წლის ბოლოსთვის, პირველი ბიოფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც სიახლე იქნება არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. შირაქის ფერმა უკვე 4 წელია, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მიმართულებით მუშაობს. რეალიზაცია შირაქის ბრენდის სახელით თბილისში, სხვადასხვა მარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში ხდება. ადგილზე მომუშავე პერსონალი პერიოდულად გადის გადამზადებას უცხოეთში. მიღებულ გამოცდილებას კი ადგილზე მომუშავე სტაჟიორებს უზიარებენ. როგორც ფერმის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, საქართველოში აწარმოონ ნედლი რძის ის რაოდენობა, რომელიც ჩაანაცვლებს ბაზარზე გავრცელებულ ფხვნილის რძეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)