|
2015-01-15 09:39:50, 2555 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა მოსახლეობას გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმები შეახსენა
დღეიდან გარემოს დანაგვიანებაზე მკაცრი ჯარიმები ამოქმედდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ შეახსენა და,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზანი კიდევ ერთხელ განმარტა. „კოდექსის მიზანია, მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან - 5 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და კანონს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის ინფორმაციით, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)