|
2017-07-29 14:42:39, 1151 ნახვა
სხვადასხვა
„ჩნდება ეჭვი, რომ გერმანული კომპანიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში ჩართულები არ არიან“
არასამთავრობო ორგანიზაცია "არა კორუფციას" ერთ–ერთი დამფუძნებლის ქეთი ენუქიძის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში ჩართული გერმანული კომპანიები თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. "გერმანული კომპანიები, რომლებიც თბილისის გენერალური გეგმის შედგენის პროცესში არიან ჩართული, ჩვენთან კონტაქტზე უარს აცხადებენ. ტელეფონითა თუ ელექტრონული ფოსტით მათთან დაკავშირების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი არსებულ კითხვებზე პასუხებს არ სცემენ. სწორედ თბილისის გენერალური გეგმის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავინტერესდით, თუ რა გეგმები აქვთ კომპანიებს ( "AS&P-Albert Speer & Partner Gmbh"; Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MBH) ჩვენს დედაქალაქთან მიმართებაში. თუმცა მათ ჩვენთან კონტაქტი და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს" - განაცხადა ენუქიძემ. მისივე თქმით გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის გენერალური გეგმის შედგენა ავალია კომპანია "სითი ინსტიტუტს", რომლის წარმომავლობაც ბუნდოვანია, ჩნდება ეჭვი, საერთოდ არიან რო ჩართულები გერმანული კომპანიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში. "თქვენ მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის დაგეგმარებაზე კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს, რომელიც მიზნად ისახავდა, ქ. თბილისი მიწათსარგებლობის გეგმის წინასაპროექტო მოსაზრების, საკონსულტაციო მომსახურების შეძენას. ეს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კონკურსის გამოცხადების დროისათვის არ არსებობდა, ის შეიქმნა იმისთვის, რომ ეს კონტრაქტი მიეღო. ყოველივე ზემოთქმული აჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ შეიქმნა გარკვეული სქემა, რომლის საშუალებითაც თანხების გაფლანგვა მოხდა. რამეთუ არანაირი კვლევა, არგუმენტირებული გათვლები და დაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის, თანხები კი, გადახდილია. ალბათ ბუნებრივია თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის ერგო თვე ნახევრის გახსნილ კომპანიას ჯერ 50 ათას ლარიანი მოგვიანებით კი 2 800 000 ლარის კონტრაქტები. სწორედ ესეთი ბუნდოვანება ბადებს ეჭვს, რომ ის გერმანული კომპანიები, რომლებზეც საჯაროდ საუბრობენ, ქალაქის დაგეგმარების პროცესში ჩართულები საერთოდ არ არიან", – განაცხადა ენუქიძემ.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)