18:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 10:13:19, 2537 ნახვა

პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო დღეს საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან  და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან -  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

 უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს. ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმსაც გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics