18:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 10:45:20, 2915 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე რუმინეთის ელჩს რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ამასთან, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. ელჩმა მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვა ქალაქებთან ურთიერთანამშრომლობაზეც. აღნიშნა, რომ რუმინეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნიათ. კერძოდ, ბათუმი შეიძლება გახდეს სატრანზიტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის.

,,ჩვენ ერთად ვქმნით ხიდს, რომლეიც გვაერთიანებს და ერთად მუშაობით შეგვიძლია ვიქცეთ ევროპისთვის აზიასი გსასვლელ ფანჯარად. ჩვენს ქვეყნებს ბევრად მეტი საერთო აქვთ და გაცილებით მეტი ღრმა ურთიერთობებია შესაძლებელი", - აღნიშნა რუმინეთის ელჩმა რადუ ლივიუ ჰორუმბამ.

მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას არსებული ინიციატივების განსახორციელებლად.

რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა (2014 წლის 3 ივლისი). 2013-2016 წლებში საქართველოში რუმინეთის საელჩო ასრულებდა ნატო-სთან საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას. რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) საქართველოში მონიტორთა ყველაზე დიდი რიცხი ჰყავს - 27 მონიტორი.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics