|
2017-07-07 16:46:51, 1908 ნახვა
სხვადასხვა
მარტვილის კანიონი ევროპაში დაივინგის საუკეთესო რვა მარშრუტს შორის დასახელდა
ამერიკულმა გამოცემამ Scuba Diving მარტვილის კანიონი ევროპაში დაივინგის საუკეთესო რვა მარშრუტს შორის დაასახელა. როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, წყალქვეშა სამყაროთი დაინტერესებულმა ფოტოგრაფებმა Scuba Diving მათი რჩეული ადგილების შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა მიაწოდეს. გამოცემამ რვა საუკეთესო ადგილი შეარჩია - ერთ-ერთ მათგანი სწორედ მარტვილის კანიონია. მარტვილის კანიონის ფოტო და აღწერა National Geographic-ის რუსული გამომცემლობის ფოტოგრაფს, ვიქტორ ლიაგუშკინს ეკუთვნის. "საქართველოს უძველესი მიწა შავ ზღვიდან კავკასიის მთებამდეა გაშლილი. აქ ისეთი გასაოცარი გამოქვაბულები და კანიონებია, რომლებსაც სატელიტიც კი ვერ ხედავს. წყალი - საუკეთესო სკულპტორია, ხოლო მარტვილის კანიონი მდინარე აბაშას მიერაა ამოჭრილი. იქ მისასვლელად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუმცა თავად ადგილი ტოლკინის წიგნების ილუსტრაციას გავს, ადგილს სადაც, ელფები ცხოვრობენ. კანიონში ულამაზესი ჩანჩქერებია, ციცაბოებია გვიმრებით და სუროებით დაფარული, რომლებიც სადღესასწაულო განათებასავით „მორთული“ კლდეებიდან ვარდება. წარმოუდგენელი სილამაზეა", - წერს ფოტოგრაფი. ცნობისთვის, საქართველო, სასურველი მარშრუტების ამ ნუსხაში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიას, ნორვეგიას, სლოვაკეთსა და ხორვატიას შორის აღმოჩნდა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)