|
2017-07-03 18:58:18, 1073 ნახვა
სხვადასხვა
საქართველო-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები თბილისში განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ დიპლომატებთან უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ურთიერთობებზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს ნიკოლა პოლიტის უმასპინძლა. მინდია ჯანელიძემ ბრიტანულ მხარეს საქართველოში კრიზისების მართვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოებისა და კრიზისების მენეჯმენტის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)