09:04 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 18:10:36, 2165 ნახვა

პოლიტიკა
ძიძიგური: პარტიებს მეტი დრო ექნებათ, ფსიქოლოგიურად და მორალურად წინასაარჩევნო კამპანიისთვის მოემზადონ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის მესამე კვირაში ჩატარებასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯია.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მოსამზადებლად პარტიებს საკმაო დრო ექნებათ.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, კონკრეტული თარიღის დასახელების საკითხზე პარლამენტთან იმსჯელოს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკითხი მთავრობასთან მოლაპარაკებით წყდება.

„ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი არ არის რა თარიღიც გამოაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა, ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო. ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ, რომ პარტიებს მეტი დრო ექნებათ, მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ფსიქოლოგიურად და მორალურად“, - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics