|
2017-06-27 15:00:32, 2123 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას რეპრესიული მექანიზმისთვის იყენებენ
საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ თათარაშვილის საქმეს ეხებოდა. მიშველაძის განმარტებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მიესალმებიან. თუმცა, მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შესახებ საუბრისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია: "პირველ რიგში, როგორ განვიხილავთ ჩვენ ნარკომომხმარებლებს - ესენი არიან დამნაშავეები, თუ მათ სჭირდებათ დახმარება. უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რაც არის საზოგადოებაში, რომ ზოგადად ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის და საზოგადოებაში არის ასეთი განცდა გავრცელებული. მნიშვნელოვანია მესამე ფაქტორიც, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონმდებლობა უნდა იყოს ლიბერალური, თუმცა არა ნარკოდილერებთან მიმართებაში",-აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)