|
2017-06-27 14:49:30, 2264 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ფორსირებულად არ უნდა ხდებოდეს
პრეზიდენტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არაერთი შენიშვნა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი განმარტებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ფორსირებულად არ უნდა ხდებოდეს. „პრეზიდენტის სახელით გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებს. მოგეხსენებათ, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციებს აქვთ არაერთი შენიშვნა. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრებაა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ზოგადად ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაში, არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე. ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“,-განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)