|
2017-06-27 14:07:29, 2636 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში გააკეთა. ,,მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს. ამის თაობაზე ჩვენ ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი გაუგებრობებიდან გამომდინარე, რადგან არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები. მთავარია, რომ ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა და დღეს, 4 თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ მათ ვაძლევთ ინფორმაციას. 4 თვით ადრე პარტიებმა იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დაინიშნება, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი, იურიდიულად შევა ძალაში, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)