07:55 - 09 May, 2026
|
2017-06-26 16:51:17, 2496 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ინიციატივა ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ არის მომზადებული და მასში 41 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ზოიძის განმარტებით, ცვლილებები გარკვეულ კონდიციამდეა მიყვანილი. „საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ისევე, როგორც ჩვენი გუნდის შიგნითაც, მაგრამ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეთანხმება იმ სამ ძირითად პრინციპზე მოხდეს, რაც არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ", - აღნიშნა ზოიძემ. ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)