|
2017-06-26 12:15:58, 2354 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა. დედაქალაქის მერობისთვის პარტიის სახელით ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს. იგი მეტეხის ეკლესიასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ წარუდგინა. „გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი. დამეთანხმებით ალბათ, რომ გადამწყვეტ ბრძოლას, თანაც დედაქალაქში, სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი, მას უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ზრუნავდეს მასზე, დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ თბილისელების წინაშე, და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. კაცი რომელსაც მე თქვენ წარმოგიდგენთ, უკვე არის გამარჯვებული. წლების განმავლობაში, მან არაერთხელ გაიმარჯვა, როგორც ჟურნალისტმა, როგორც პროფესიონალმა, როგორც მოქალაქემ. ის ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას და ამ უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა. ის მრავალჯერ იყო გამარჯვებული წარსულში, მაგრამ მისი მთავარი გამარჯვება არის წინ. ის მოდის ქართულ პოლიტიკაში, რათა ჩვენთან ერთად, მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)