07:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 20:47:51, 2275 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ქართველი პარლამენტარები ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან

ქართველი პარლამენტარები აბსოლიტურად შემთხვევით მოხვდნენ იქ სადაც არ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.

ხუხაშვილის თქმით, ქართველი პარლამენტარები ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან.

ამხელა წინააღმდეგობაა საზოგადოების მხრიდან და ორ დღეში, ჯიუტად, 2024 წელს ცვლილებები რაც უნდა შევიდეს, პულტებს ისტერიულად აჭერენ, რომ ახლა მიიღონ. ამას ხომ რაციონალური ახსნა არ აქვს. ეს არის შიში. ეს არის შიში ადამიანებთან ნორმალური კომუნიკაციის, საკუთარი არარაობის; საკუთარი კომპლექსების რეალიზებას ახდენენ, იმიტომ რომ ეს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომლებიც აბსოლიტურად შემთხვევით მოხვდნენ იქ სადაც არ უნდა იყვნენ. იქ ხომ პოლიტიკოსი აღარავინ დარჩა?! ვინ არის იქ პოლიტიკოსი? - მე ვამბობ, რომ დღევანდელ პარლამენტში, (იმიტომ არ ვამბობ რომ აქ ვზივარ) ირმას ყველა პოლიტიკური სვლა და ყველა განაცხადი არის ყველაზე სწორი და ყველაზე დროული. შეიძლება ითქვას, ირმა არის ერთადერთი პოლიტიკოსი.",- განაცხადა ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics