10:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 15:32:44, 1988 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება პროდუქტს მეტ ღირებულებას სძენს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარსებიდან 25 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ კონფერენცია გამართა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება ცალსახად დაკავშირებულია ინოვაციებთან.

„ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისთვის მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობა და სწორი ადმინისტრირებაა. გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს და მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხრიდან ქართული პროდუქციის ცნობადობის შექმნის მიზნით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას, ვდებთ ინვესტიციას ბაზრებზე რეპუტაციის შექმნისთვის, ვახორციელებთ პრომოუშენს, რითაც ბიზნესსექტორს მეტ შესაძლებლობებს ვაძლევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მინისტრის მოადგილემ გან ლინიმ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით გაიმართა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics