|
2017-06-14 13:38:38, 1774 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ პირებისთვის ყველაზე მეტად ადაპტირებულია
ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო-იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისთვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას- იუსტიციის სახლს ეწვია. თეა წულუკიანმა დაათვალიერა უსინათლო პირებისთვის სპეციალურად მოწყობილი გარემო, სადაც ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვის შეიქმნა. იუსტიციის მინისტრის თქმით, თბილისის იუსტიციის სახლი საუკეთესო ნიმუშია იმისა, რომ მორგებული გარემოს პირობებში შესაძლებლობები შეუზღუდავია. გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებული პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, რომელიც შიდა სივრცეს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის; მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, საკონსულტაციო სივრცეები კი სპეციალური მაგიდებითაა აღჭურვილი, რომლებიც ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, საკონსულტაციო სივრცეები კი სპეციალური მაგიდებითაა აღჭურვილი, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვისაა ადაპტირებული. სივრცე სრულადაა მორგებული უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები; კიბის უჯრედები და საფეხურები, ლიფტისა და სხვა საჭირო ადგილების შესასვლელები მონიშნულია სპეციალური იატაკის საფარით; ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები; ყველა სართულზე, ყველა ოთახზე არის მანიშნებლები, ასევე, ბრაილის შრიფტით შესრულებული. „წელს იუსტიციის სამინისტრო შშმ პირების საერთაშორისო დღეს ხვდება უფრო ღირსეულად, ვიდრე მანამდე ოდესმე, რადგან იუსტიციის სახლი უსინათლოებისთვის და მცირედმხედველებისთვის საბოლოოდ გახდა ბოლომდე მორგებული. ჩვენ 3 წლის წინ დავიწყეთ ამ მიზნისკენ სიარული, მაგალითად, როდესაც თბილისის იუსტიციის სახლის წინ ავაშენეთ პანდუსი, მაგრამ შენობაში შემოსული შშმ პირი ვერ მიაკვლევდა გზას სხვადასხვა სივრცეში ისე, რომ მას მიეღო შესაბამისი სერვისი. დღეს ბილიკები გაკეთდა უსინათლოებისთვის, სანავიგაციო რუკებია სხვადასხვა სივრცეში განთავსებული. ჩვენი პარტნიორების-პოლონეთის სახელმწიფოს და გაეროს ფონდის დახმარებით აღვჭურვეთ ჩვენი სსიპები. მაგალითად შევიძინეთ ბრაილის პრინტერი, რომელიც ნებისმიერ უსინათლო პირს შესაძლებლობას აძლევს, თავისი ქონების ამონაწერი ბრაილის შრიფტზე ამოიბეჭდოს და განაცხადიც ჩააბაროს ბრაილის შრიფტზე, რომელიც შემდეგ „ითარგმნება“ ოპერატორისთვის ქართულ ენაზე. ჩვენი ვებგვერდები ოთხენოვანია-ქართული, აფხაზური, ინგლისური და რუსული და ამას დაემატა ჟესტების ენა. როგორც იუსტიციის სახლს, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრს. პლუს ამას, სამივე ვებგვერდი ხმოვანია. თუკი, ადამიანს არა მხოლოდ მცირემხედველობის პრობლემა აქვს, არამედ არის უსინათლო, მას შეუძლია ხმოვანი ფუნქციონალის მეშვეობით, მოისმინოს ინფორმაცია ყველა სერვისის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, არის საბაზისო საჭიროებები, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ განასხვავებდეს ამ ადამიანებს იმათგან, ვისაც არ აქვს ამგვარი სირთულე ცხოვრებაში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი. შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის ვებგვერდი და ონლაინსერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველთათვის განკუთვნილია ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია სამი სხვადასხვა ფუნქციით: ხმოვანი, კონტრასტული, ზრდადი. სერვისების დამოუკიდებლად მიღება სულ მალე იქნება შესაძლებელი სმენადაქვეითებული და ყრუ მოქალაქეებისთვის. უკვე შეირჩნენ ოპერატორები, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლებიან. იუსტიციის სახლი არ არის იუსტიციის სამინისტროს სიტემის ერთადერთი უწყება, რომელიც შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებისთვის განუწყვეტლივ მუშაობას. სმენა და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ხელმისქაწვდომია სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული და დისტანციური სერვისებიც. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად 31 სხვადასხვა სერვისის მიღება შეუძლიათ. კონსულტაციას მათ კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. უსინათლო და მცირემხედველებისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდი (voice.sda.gov.ge) ფუნქიონირებს, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით მხედველობადაქვეითებულ მომხმარებელს შეუძლიათ, შეცვალონ საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა. შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურა, სულ მალე კი დაიწყება ცენტრების ვებგვერდების ადაპტირება უსინათლოებისთვის. შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებიც. უსინათლო და მცირემხედველ პირებს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი დოკუმენტაციის მიღება ბრაილის შრიფტით შეუძლიათ. ადაპტირებულია უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული პროგრამა (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება შშმ პირებს ხმოვანი პროგრამის გამოყენებით მარტივად შეუძლიათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის პოლონეთის საელჩოს საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაერთოს განვითარების პროგრამას, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კავშირს „მარიანი“, საქართველოს უსინათლოთა კავშირს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ინფრასტრუქტურისა და სერვისების ხელმისაწვდომობა უწყებებს შშმ პირების დასაქმების საშუალებას აძლევს. დღეისათვის სამინისტროსა და სსიპ-ებში 30-მდე შშმ პირი მუშაობს.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)